თეგი: ირინა ვერეშუკი

ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს", - განუცხადა ვერეშჩუკმა TV ფორმულას​ და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".  „თუ ეს ყველაფერი მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯერო ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, რატომ არის შესაძლებელი? რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ ბრძანებები საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე. თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს პრემიერს, თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის, რა მოხდება მომავალში თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს. არ მოხდება ისე, რომ „ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შევუერთდებით სანქციებს, მოდით, გავხსნათ ავიახაზები" -  არ არის შესაძლებელი ასე ლაპარაკი, თქვენ ამან 2008 წელს ომისგან ვერ გადაგარჩინათ და ვერც ახლა გადაგარჩენთ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს, რომელსაც მე ქუჩაში ვხედავდი უკრაინაში ომის წინააღმდეგ, არ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით.  მე როგორც ვიცე-პრემიერი, როგორც მინისტრი, რომელიც დაკავებულია ოკუპირებული ტერიტორიებით, ტყვეებით, ქალებით, ადამიანებით, რომლებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, მე ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა ეს" - თქვა ირინა ვერეშუკმა.   23 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა.  „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას.  31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა.  22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის მიერ TV ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერეშუკის განცახდება დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცახდებაში. ვერეშუკმა უკრაინის დაზვერვაზე დაურდნობით განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთიდან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. ვერეშუკმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".  ასევე წაიკითხეთ  ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში 

პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვაზე: ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  „მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია. პარტნიორი ქვეყნისგან მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, კატეგორიულად მიუღებელია“, - წერს პაპუაშვილი.  დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

კალაძე უკრაინის დაზვერვაზე: მტკნარი სიცრუე, მიზანმიმართული პროვოკაციაა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  „მტკნარი სიცრუე, რომელიც დღეს გავრცელდა, თითქოს, საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში საქართველოს გავლით კონტრაბანდის შეტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რაც მიზნად უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს. ამის უკან მდგომებს ცუდი ზრახვები აქვთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ“, - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.  დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.  ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

ირინა ვერეშუკი: ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა

"ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ" - უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. ევროკავშირი: რუსეთის ომის დანაშაულებმა მსოფლიოს სრებრენიცაში გენოციდი შეახსენა „ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ. ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას. გაემგზავრეთ ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით“, – თქვა ირინა ვერეშუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანეს